მაგნიუმის როლი ორგანიზმისთვის

მაგნიუმის როლი ორგანიზმისთვის

მაგნიუმი მინერალია, რომელიც გვხვდება საკვებში: ლობიო, თესლი,ბოსტნეული. ის აუცილებელია სისხლში შაქრის კონტროლისთვის, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, ორგანიზმის სტრესის რეაქციის რეგულირებისთვის, არტერიული წნევის შესანარჩუნებლად და მრავალი სხვა ფიზიოლოგიური პროცესისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენი მაგნიუმის მოთხოვნილების დაკმაყოფილება მხოლოდ ბალანსებული დიეტით, ზოგიერთ ადამიანს სჭირდება დამატებითი მაგნიუმი ოპტიმალური დონის შენარჩუნებისთვის ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

დიეტურ დანამატებში გამოიყენება მაგნიუმის მრავალი ფორმა, მაგნიუმის გლიცინატის ჩათვლით. მაგნიუმის გიცინატი არის მაგნიუმის უაღრესად ბიოშეღწევადი (რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ნაწილს შეუძლია შეაღწიოს თქვენს სისხლძარღვში და გავლენა იქონიოს თქვენს სხეულზე) ფორმა, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს რამდენიმე გზით.

სტატიაში გაეცნობით ყველაფერს , რაც უნდა იცოდეთ მაგნიუმის გლიცინატის შესახებ: ჯანმრთელობისთვის პოტენციური სარგებელი, შესაძლო გვერდითი მოვლენები და თუ როგორ გამოიყენოთ მაგნიუმის გლიცინატი.

 

შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში შაქრისა და არტერიული წნევის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

მაგნიუმის დაბალი დონემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი სხეულის უნარზე არეგულიროს არტერიული წნევა და სისხლში შაქარის დონე.
კვლევებმა აჩვენა, რომ დამატებითი მაგნიუმის მიღება დიეტური დანამატების საშუალებით შეიძლება სასარგებლო იყოს აღნიშნული ფუნქციისთვის.
სისხლში შაქრის მაღალი დონის მქონე ადამიანებში, (შაქრიანი დიაბეტის დროს) უფრო მეტად ვხვდებით მაგნიუმის დაბალ დონეს, რამდენიმე ფაქტორის გამო: მაგნიუმი იკარგება ხშირი შარდვისა, ზემოქმედება აქვს გარკვეული მედიკამენტებსაც. მაგნიუმის დაბალი დონე განსაკუთრებით ხშირია უკონტროლო დიაბეტის მქონე ადამიანებში. 2021 წლის კვლევამ,
რომელშიც 300 დიაბეტით დაავადებული ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ უკონტროლო დიაბეტის მქონე ადამიანებს ჰქონდათ მაგნიუმის მნიშვნელოვნად დაბალი დონე გლიკემიის კარგი კონტროლის მქონე ადამიანებთან შედარებით. საბედნიეროდ, მაგნიუმის დანამატის მიღება, როგორიცაა მაგნიუმის გლიცინატი, აუმჯობესებს მაგნიუმის სტატუსს და ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულირების. 2021 წლის 25 კვლევის მიმოხილვაში აღმოჩნდა, რომ მაგნიუმის დანამატები მნიშვნელოვნად
ამცირებს სისხლში შაქრის დონეს უზმოზე და აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას დიაბეტის მქონე ადამიანებში და დიაბეტის მაღალი რისკის მქონე ადამიანებში, მათ შორის პრედიაბეტის მქონე პირებში, პლაცებო მკურნალობასთან შედარებით.

სისხლში შაქრის კონტროლის გაუმჯობესების გარდა, მაგნიუმის დანამატები, მაგნიუმის გლიცინატის ჩათვლით, ეფექტურია არტერიული წნევის მაღალი დონის შესამცირებლად, რაც ხშირია დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში. მაგნიუმის ოპტიმალური სტატუსის შენარჩუნება აუცილებელია ნორმალური არტერიული წნევისთვის, რადგან მაგნიუმი ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამოყოფას, სასიგნალო მოლეკულის, რომელიც ახდენს სისხლძარღვების მოდუნებას, რითაც ხელს უწყობს და არტერიული წნევის დაქვეითებას.
2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც თავი მოუყარა 24 კვლევის შედეგებს, აჩვენა, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომლებიც იღებდნენ მაგნიუმის დანამატებს, ჰქონდათ მნიშვნელოვანად შემცირებული სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა.

 

შეუძლია გააუმჯობესოს სტრესთან განმკლავება და შეამციროს შფოთვითი და დეპრესიის სიმპტომები

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრესს რეაქციაში და მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს დისსტრესი და ხელი შეუწყოს შფოთვით აშლილობებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნიუმის დანამატების მიღება, როგორიცაა მაგნიუმის გლიცინატი, შეიძლება დაეხმაროს
შფოთვის სიმპტომების შემცირებას და სტრესის დარეგულირებას.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის დანამატებმა შეიძლება ხელი შეუწყოს სტრესის დონის შემცირებას გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებში, როგორიცაა ფიბრომიალგია, ასევე შეამციროს ქირურგიულ პროცედურებთან დაკავშირებული სტრესით
გამოწვეული დისკომფორტი.

2017 წლის 18 კვლევის მიმოხილვამ ცხადყო მაგნიუმის დანამატების შესაძლო დადებითი გავლენა სუბიექტური შფოთვის სიმპტომებზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საკითხი უფრო დეტალურ კვლევას საჭიროებს დადებითი ეფექტის გენეზის დადგენისთვის.

მაგნიუმის დანამატები ასევე შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ ადამიანს დეპრესიასთან განმკლავებაში. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ 60 პირზე დეპრესიული აშლილობებით, აჩვენა, რომ მათ, ვინც ყოველდღიურად იღებდა 250 მილიგრამ (მგ) მაგნიუმს SSRI წამალთან ერთად, ექვსი კვირის განმავლობაში, აღნიშნავდნენ დეპრესიის სიმპტომების შემცირებას (მკურნალობის მეოთხე კვირიდან დაწყებული), ვიდრე მონაწილეები, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

შეიძლება გააუმჯობესოს ძილი

თუ თქვენ გაქვთ ძილის პრობლემები, მაგნიუმის გლიცინატის დანამატი შეიძლება სასარგებლო იყოს ყოველდღიური ჯანსაღი რუტინისთვის. მაგნიუმი აკავშირებს და ზრდის გამა-ამინობუტირმჟავას (GABA) რეცეპტორების აქტივობას, მედიატორისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ძილის პროცესის რეგულირებაზე. ეს ხელს უწყობს ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას, რითაც ხელს უწყობს მშვიდ ძილს.

კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნიუმის დანამატმა, როგორიცაა მაგნიუმის გლიცინატი, შეიძლება გააუმჯობესოს ძილის ხარისხი ძილის დარღვევის მქონე პირებში.

2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც მოიცავდა 3,964 ადამიანზე არსებულ მონაცემებს, აჩვენა, რომ ადამიანებს რომლებიც იღებენ საკმარისს დიეტურ მაგნიუმს (საკვებიდან და დანამატებიდან), უფრო ხშირად აქვთ ჯანსაღი ძილი: ხარისხით და ხანგრძლივობით.

გარდა ამისა, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მაგნიუმის დაბალი
დონე სისხლში, უფრო ცუდი ხარისხის ძილი, ვიდრე მაგნიუმის ოპტიმალური დონის მქონე

ადამიანებს. იმის გამო, რომ მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძილის პროცესში, მაგნიუმის გლიცინატის დანამატები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ მაგნიუმის დონე და დაგეხმაროთ მშვიდი ძილის მხარდაჭერაში.

 

როგორ მივიღოთ მაგნიუმის გლიცინატი

მაგნიუმის დანამატები, მათ შორის მაგნიუმის გლიცინატი, შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე და შეიძლება მიღებულ იქნას დღის ან ღამის ნებისმიერ დროს. ზოგიერთი ადამიანი ძილის წინ ღებულობს მაგნიუმის გლიცინატს მშვიდი ძილის გასაუმჯობესებლად. მაგნიუმის გლიცინატის მიღება შესაძლებელია ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზით მთელი დღის განმავლობაში.

მაგნიუმის გლიცინატი ხელმისაწვდომია კაფსულის, თხევადი და საღეჭი სახით, ამიტომ მნიშვნელოვანია აირჩიოთ სწორი ტიპი თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე.

დოზირება

მაგნიუმის გლიცინატის დანამატების უმეტესობა შეიცავს დაახლოებით 100 მგ-დან 200 მგ-მდე მაგნიუმის გლიცინატს თითო დოზაზე. თუმცა, ზოგიერთი დანამატი შეიცავს მაგნიუმის ფრო დიდ ოდენობას, რაც უფრო შესაფერისია მაგნიუმის გაზრდილი მოთხოვნილების მქონე ადამიანებისთვის.

რეკომენდებულია, რომ მოზრდილებმა მიიღონ 310 მგ-დან 420 მგ-მდე მთლიანი მაგნიუმი დღეში, ასაკისა და სქესის მიხედვით.

4-13 წლის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 130 მგ-დან 240 მგ-მდე.

14-18 წლის მოზარდებისთვის რეკომენდებულია 360 მგ-დან 410 მგ-მდე.

დოზის რეკომენდაცია ეხება მთლიანი დიეტური მაგნიუმის მიღებას, მათ შორის მაგნიუმის, რომელიც ბუნებრივად გვხვდება საკვებში და მაგნიუმისა დიეტური დანამატებიდან.

მოხმარების ტოლერანტული ზედა დონე (UL), რომელიც არის საკვები ნივთიერების მაქსიმალური დღიური ოდენობა, რომელიც ორგანიზმს ზიანს ვერ მიაყენებს, მაგნიუმისთვის შეადგენს 350 მგ დღეში. UL ვრცელდება მხოლოდ დამატებით მაგნიუმზე, რის გამოც UL უფრო დაბალია, ვიდრე რეკომენდებულია მაგნიუმის მიღება ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ UL დამატებითი მაგნიუმისთვის დადგენილია 350 მგ დღეში, კვლევები აჩვენებს, რომ 350 მგ-ზე მაღალი დოზები უსაფრთხო და ეფექტურია ჯანმრთელობის გარკვეული ასპექტების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა არტერიული წნევა. მაშასადამე, ყველაზე უსაფრთხოა დაიცვათ რეკომენდებული

 

უსაფრთხოა თუ არა მაგნიუმი?

მაგნიუმის დანამატები, როგორიცაა მაგნიუმის გლიცინატი, უსაფრთხოდ ითვლება რეკომენდებული დოზებით მოხმარებისას. სათანადო გამოყენებისას, მაგნიუმის გლიცინატის დანამატები არ არის დაკავშირებული მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებთან და უსაფრთხოა მოსახლეობის უმეტესობისთვის, მათ შორის ორსული ან მეძუძური დედებისთვის. მაგნიუმის გლიცინატის დანამატები ასევე უსაფრთხოა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.

თუმცა, გადაჭარბებული დოზით მაგნიუმის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში გვერდითი მოვლენები.

თუ თქვენ ინტერესდებით მაგნიუმის მიღებით, მიზანშეწონილია განიხილოთ ეს საკითხი თქვენს პირად ექიმტან მიღებამდე, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს აუცილებელია, განსაკუთრებით, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან გაქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ მაგნიუმის დაბალი დონე, თქვენს პირად ექიმს შეუძლია შეამოწმოს იგი და გირჩიოთ კონკრეტული დოზა თქვენი პრობლემის ან მაგნიუმის დეფიციტის სამკურნალოდ.

წამლებთან ურთიერთქმედება

მაგნიუმის გლიცინატის დანამატებმა შეიძლება შეამცირონ აბსორბცია ან ურთიერთქმედება მოახდინოსზოგიერთ ჩვეულებრივ გამოწერილ მედიკამენტთან.

  • ანტიბიოტიკები: მაგნიუმის გლიცინატის დანამატებმა შეიძლება შეამცირონ ანტიბიოტიკების შეწოვა, როგორიცაა ტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი და ქინოლონური ანტიბიოტიკები, ციპროფლოქსაცინი. ანტიბიოტიკები უნდა იქნას მიღებული მაგნიუმის დანამატის მიღებიდან
    ორი საათით ადრე ან მინიმუმ ოთხი საათის შემდეგ.
  • არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები: მაგნიუმის გლიცინატს აქვს არტერიული წნევის დამწევი ეფექტი, ამიტომ ადამიანები, რომლებიც იღებენ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს, უნდა მიმართონ ექიმთან მაგნიუმის გლიცინატის დამატებამდე, განსაკუთრებით მაღალი დოზებით.
  • ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებები: მაგნიუმის დანამატებმა შეიძლება შეამცირონ ბისფოსფონატების შეწოვა.

გარდა ამისა, გარკვეული მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გაანადგუროს ორგანიზმში მაგნიუმის მარაგი შარდის საშუალებით მაგნიუმის ექსკრეციის გაზრდით. ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა შარდმდენები, ანტიდიაბეტური მედიკამენტები, როგორიცაა მეტფორმინი, და მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მჟავას რეფლუქსის სამკურნალოდ, როგორიცაა ნექსიუმი,
შეუძლიათ გაზარდონ მაგნიუმის ექსკრეცია და გაზარდონ მაგნიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მაგნიუმის გლიცინატის დანამატის შეძენით, უნდა გახსოვდეთ: შეძლებისდაგვარად, უმჯობესია შეიძინოთ მაგნიუმის დანამატები, რომლებმაც გაიარეს მესამე მხარის ტესტირება დამოუკიდებელი ლაბორატორიებიდან. ზოგიერთი დანამატი სერტიფიცირებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა UL, USP და NSF International, რომლებიც ადგენენ მკაცრ სტანდარტებს დანამატის ხარისხისა და წარმოების უსაფრთხოებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მაგნიუმის დანამატების ფორმა, ფასი და დოზა.

თქვენი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი მაგნიუმის უფრო დიდი დოზები. კაფსულის სახით მაგნიუმის გლიცინატის დანამატების უმეტესობა შეიცავს 100 მგ-დან 150 მგ-მდე მაგნიუმს თითო კაფსულაში, ამიტომ შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე კაფსულის მიღება სასურველი დღიური დოზის მისაღწევად. თუ არ ხართ
დარწმუნებული, თუ რამდენი მაგნიუმი უნდა მიიღოთ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

 

უნდა მიიღოთ თუ არა მაგნიუმის გლიცინატი?

მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ სჭირდება დამატებითი მაგნიუმი, ბევრი ადამიანი სარგებლობს მაგნიუმის დანამატების მიღებით. მაგნიუმის დანამატები შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს სისხლში მაგნიუმის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაში და სასარგებლოა გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა სისხლში შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა.

მაგნიუმის გლიცინატი ადვილად შეიწოვება ნაწლავებში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენები, ვიდრე მაგნიუმის უფრო პოპულარული ფორმები, როგორიცაა მაგნიუმის ოქსიდი.

თუმცა, იმის გამო, რომ მაგნიუმის გლიცინატი არ არის ისეთი გავრცელებული ფორმა, როგორც მაგნიუმის სხვა ფორმები, ციტრატი და ოქსიდი. ხოლო კვლევები ეხება ზოგადად მაგნიუმს, საჭიროა ჯანმრთელობაზე კონკრეტულად მაგნიუმის გლიცინატის ეფექტების დადგენა. თუმცა
უნდა ითქვას, მაგნიუმის გლიცინატი არის მაგნიუმის ერთ-ერთი ყველაზე ბიოშეღწევადი ფორმა და ეფექტურად ზრდის მაგნიუმის დონეს სისხლში. აქედან გამომდინარე კვლევები, რომლებიც იკვლევენ მაგნიუმის დანამატების ეფექტს ზოგადად, შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგნიუმის გლიცინატის დანამატებზე.

მოკლე მიმოხილვა

მაგნიუმის გლიცინატი არის მაგნიუმის ფორმა, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს რამდენიმე გზით.

გეხმარებათ სისხლში მაგნიუმის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაში. მაგნიუმის გლიცინატის დანამატებმა შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში შაქრისა და არტერიული წნევის დონის შემცირებას, შეამსუბუქოს შფოთვის სიმპტომები და გააუმჯობესოს ძილის ხარისხი.

თუ თქვენ გაინტერესებთ მაგნიუმის გლიცინატის დანამატის მიღება, უმჯობესია აირჩიოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი სანდო კომპანიისგან და დაიცვათ უსაფრთხო დოზირების რეკომენდაციები.

 

 

 

Back to blog